საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დამოუკიდებელი და სათანადო რეპუტაციის მქონე სასამართლოს ჩამოყალიბება, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები თავად არ სარგებლობენ ადამიანების ნდობით და მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნდობის მოსამართლეებისათვის გაზიარება. შესაბამისად, მოსამართლეების შერჩევა და დანიშვნა არ შეიძლება პოლიტიკოსების მიერ ხდებოდეს - საჭიროა დაინერგოს პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა, რათა მოსამართლის ლეგიტიმურობა ხალხისგან მოდიოდეს და არა ხელისუფლებისგან.
უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც ბრალდებულს საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს მინიმუმ 6 თვიან პატიმრობას, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
შედეგად, ქვეყანაში ერთდროულად და კონკურენტულად იარსებებს სამი სასამართლო სისტემა: არჩევითი მოსამართლეები, ნაფიც მსაჯულები და დღევანდელი დანიშნული მოსამართლეები და ბრალდებული შეძლებს აირჩიოს ის სასამართლო, რომელსაც უფრო ენდობა.
დიდი ამნისტია. როცა სასამართლო არ არის სამართლიანი, ხოლო ადამიანებს ციხეში ჯერ კიდევ საბჭოთა სისხლის-სამართლის კოდექსით ვსვამთ, დიდი ამნისტია - ერთადერთი გზაა, თუ როგორც სწრაფად შევმატოთ სამართლიანობა ძირფესვიანად გარყვნილ მართლმსაჯულებას. ჩვენი ხედვით, ამნისტია უნდა შეეხოს ¼-ით ყველა პატიმარს, უვადო პატიმრობა 30 წლიანი ვადით უნდა ჩანაცვლდეს, პირობითი სასჯელები განახევრდეს, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმები სრულად იყოს ჩამოწერილი.
სისხლის-სამართლის კოდექსის რეფორმა. ის, რასაც არ ყავს დაზარალებული ან მომჩივანი, არ შეიძლება იყოს დანაშაული, ხოლო ციხეში მხოლოდ მოძალადეები უნდა ისხდნენ. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ გავაკეთებთ სისხლის-სამართლის კოდექსის სრულ რევიზიას, ამოვიღებთ ყველა იმ მუხლს, რომელშიც არც დაზარელებულია, არც მომჩივანი. გარდა ამისა, მოხდება არსებული სასჯელების გადახედვა, რათა სისხლის-სამართლის კოდექსი, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ მხოლოდ მკაცრდებოდეს, მეტად ჰუმანური გახდეს, ვინაიდან.