საპენსიო ფონდი არის ხალხის ძარცვის ინსტრუმენტი. მთავრობა ყოველთვე მოსახლეობას ართმევს 6%-ს (4%-ს პირდაპირ, ხოლო 2-%-ს ირიბად). მოქალაქეების ხელფასების დაბეგრილი 6% ირიცხება საპენსიო ფონდში, რომელიც თანხას განათავსებს კომერციულ ბანკებში. მთავრობა და ბანკები ბედნიერები არიან, ხოლო თქვენ დაგრჩათ მხოლოდ იმედი რომ 30 წელში დაიბრუნებთ თანხას, რომელიც უკვე დახარჯულია. ჩვენი აზრით, ეს პრიმიტიული თაღლითური სქემაა, რომ დამატებით დაბეგრო ადამიანები, ამიტომ საპენსიო ფონდის ფული უნდა დაუბრუნდეს ხალხს (რის დაბრუნებაც შეიძლება), ხოლო საპენსიო შენატანი გაუქმდეს. დეტალურად იხილე აქ.