საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არის სისტემა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიის, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, მათ შორის სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე. რადგან მსგავსი სისტემა უკიდურესად მარტივია ადმინისტრირებისათვის და მოითხოვს სულ რამდენიმე ადამიანს ათასობით ბიუროკრატის ნაცვლად, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ამოქმედება ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, ფორმირდება სისტემა, რომლის მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში არავინ იქნება უკიდურეს სიღარიბეში.
საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია ყოველთვიურად თითოეული მოქალაქე 500 ლარით დავაფინანსოთ, რაც ჯამურად 20-22 მილიარდ ლარს შეადგენს. სანაცვლოდ კი უნდა გაუქმდეს საყოველთაო ჯანდაცვის, საპენსიო, სოციალური დახმარების, განათლების პროგრამები და ყველა სხვა სოციალური მომსახურება ქმედუნარიანი მოქალაქეებისათვის.
დანარჩენი 10-12 მილიარდი ლარი, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტში დარჩება, სტანდარტულად, ბიუჯეტში გაწერილი წესრიგის მიხედვით გადანაწილდება თავდაცვაზე, პოლიციაზე, საგარეო ურთიერთობებზე და იმ ჯანდაცვისა თუ სხვა კრიტიკული ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც არაქმედუნარიანი მოქალაქეების მხარდასაჭერად არის აუცილებელი.