საყოველთაო საბაზისო შემოსავალი - სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიების, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, ასევე სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე. რადგან მსგავსი სისტემა უკიდურესად მარტივია ადმინისტრირებისათვის და მოითხოვს სულ რამდენიმე ადამიანს ათასობით ბიუროკრატის ნაცვლად, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ამოქმედება ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, ფორმირდება სისტემა, რომლის მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში არავინ იქნება უკიდურეს სიღარიბეში.