შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გირჩი

 

მთავრობა ნახევარ მილიონ მოსწავლეს ერთი და იგივე სასწავლო გეგმით ასწავლის. ეს იგივეა რომ ნახევარ მილიონ ავადმყოფს ერთი და იმავე წამლით უმკურნალო. გირჩის დაპირებაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შევქმნით ისეთ გარემოს, რომელშიც ერთმანეთთან კონკურენციაში შედიოდნენ არა მხოლოდ სკოლები და მასწავლებლები, არამედ მასწავლებლებიც. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება აარჩიოს თავისი ბავშვისთვის ისეთი სწავლის მეთოდი, სკოლა, მასწავლებელი და ა.შ. რომელიც შეესაბამება მოსწავლის ნიჭს, მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს და ემთხვევა მის შესაძლებლობებს. 

 

  • გაუქმდება საერთო ეროვნული სასწავლო გეგმა და სკოლებს უფლება მიენიჭებათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა და როგორ ასწავლონ ბავშვებს.

  • ნებადართული იქნება ბავშვის სახლში აღზრდაც.

  • უნივერსიტეტები სრულად გათავისუფლდებიან რეგულირებისგან, რადგან მთავრობის საქმე არაა ერეოდეს ზრდასრული ადამიანების შეთანხმებაში, თუ რა როგორ ისწავლონ და რა როგორ ასწავლონ.

  • გაუქმდება ერთიანი ეროვნული გამოცდები უნივერსიტეტები თვითონ გადაწყვეტენ, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღონ სტუდენტები.

 

 

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები