შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გირჩი

 

ბუნებრივი ბარიერი: ახლა ჩვენ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერია დაწესებული, რაც პოლიტიკურ კონკურენციას ახშობს. ჩვენ ამის სანაცვლოდ ბუნებრივ (ანუ 0.67%) ბარიერს ვუჭერთ მხარს. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ა) დაბალი ბარიერი ხელს უწყობს პატარა პარტიების პარლამენტში შესვლას, რის შედეგად საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული აზრი უფრო ხშირად გაჟღერდება.

ბ) დაბალი ბარიერი ართულებს დიდი, იერარქიული პარტიების არსებობას, რადგან, თუ ცალკეული პოლიტიკოსთა ჯგუფი არ ეთანხმება პარტიის პოზიციას ან განვითარების მიმართულებას, დაბალი ბარიერის პირობებში მათ მოტივი უჩნდებათ თავისი პარტია დაარსონ და დამოუკიდებლად გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა. 

გ) დაბალი ბარიერის პირობებში გარდაუვალი ხდება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ერთპარტიული მართველობის დასრულებას.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები