დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებას ყველაზე მეტად ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო აფერხებს, რაც გამოწვეულია სასამართლო სისტემითა და იმ არასწორი ურბანული პოლიტიკით, რომელიც თბილისის ქაოსურ განაშენიანებას აყალიბებს. ინვესტიციებს სჭირდება სტაბილური და კონკურენტული გარემო. ამასთან, მნიშვნელოვანია გვქონდეს ნაკლები ბიუროკრატია და მეტი გამჭვირვალობა.