ნატოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ეროვნული უსაფრთხოების სისტემა (გათვალისწინებული იქნება საქართველოს ადგილმდებარეობა, საყოველთაო და სპეციფიკური რისკები, ოკუპაცია და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები).
გაღრმავდება პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სწრაფი გაწევრიანებისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
შეკავების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დაიწყება დიალოგი პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ისეთი ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, როგორიცაა ერთობლივი წვრთნები, როტაციული ძალები და ა.შ.