შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

 

  • თავდაცვის მოდელზე, მისი რესურსებით უზრუნველყოფისა და განვითარების საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც შეიმუშავებს პოლიტიკურ მითითებებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროსთვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნის თაობაზე;

  • გაღრმავდება პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სწრაფი გაწევრიანებისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად. შეკავების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დაიწყება დიალოგი პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ისეთი ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, როგორიცაა ერთობლივი წვრთნები, როტაციული ძალები და ა.შ.

  • თავდაცვითი შეიარაღების ახალი სისტემების გრძელვადიანი შესყიდვების განხორციელება. ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეიქმნება ტერიტორიული თავდაცვის ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოხდება მოხალისეთა ორგანიზაციების ერთიან ოპერატიულ სურათში ინტეგრირება.

  • ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპოლიტიზება და რეორგანიზაცია. უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ძლიერი ინსტიტუციის შექმნას, რომელიც იქნება სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის სამსახურში;

  • სუს-ს უნდა ჩამოერთვას კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენის და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების უფლება.
    შეიქმნება საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და მისი გადაწყვეტილებები გახდება საჯარო;

  • ქვეყანაში უნდა დასრულდეს უკანონო მოსმენები და თვალთვალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ,,ლუსტრაციის კანონის" მიღებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში დასანიშნი ნებისმიერი კანდიდატი უნდა დაექვემდებაროს ,,ლუსტრაციის კანონით" დადგენილ მოთხოვნებს.

  • მოხდება ვეტერანი უფროსი ოფიცრების გამოცდილების გათვალისწინება თავდაცვის პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების პროცესში;

  • ვეტერანთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს და ვეტერანის წლიური შემოსავალი 9000 ლარამდე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;

  • შეიქმნება ,,ვეტერანთა სახლები", რაც გულისხმობს პრინციპს - არცერთი ვეტერანი საცხოვრისის გარეშე.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები