შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

 

ძლიერ საქართველოს" გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, საქართველო აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე. გასულ წელს ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოს მინიჭებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომელიც ქართველი ხალხის ერთობლივი, პრინციპული და დაუღალავი ბრძოლის შედეგია. ვამაყობთ, რომ ამ პროცესის მონაწილე და მხარდამჭერები ვიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ამისათვის აუცილებელია გადამწყვეტი, გამბედავი და გონივრული რეფორმების გატარება სწრაფად. „ძლიერი საქართველოს" გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრავე რეფორმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში. „ძლიერი საქართველო" გადადგამს 9 ნაბიჯს ევროკავშირისკენ; ეს 9 ნაბიჯი ინტეგრირებულია ჩვენს პროგრამაში „ილიას გზა".

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები