შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საქართველო სწრაფად გაწევრიანდება ევროკავშირში. მშვიდობა განმტკიცდება უსაფრთხოების გარანტორთა მოდელის შექმნით და ნატოში გაწევრიანებით. საქართველო გამოიყენებს იმ სიკეთეებს, რომლებიც გაწევრიანებამდე არის ხელმისაწვდომი, მათ შორის: გამარტივებული გადარიცხვების სისტემა ემიგრანტებისთვის, მეტი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და გაწევრიანების ფონდების მოზიდვა საქართველოს ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ

 

საქართველო გახდება ევროპისა და აზიის შემაკავშირებელი ეკონომიკური ხიდი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად განვითარდება მსხვილი, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები: საქართველო იქნება გლობალური მომარაგების ჯაჭვების მნიშვნელოვანი კვანძი და მისი გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარება გლობალური აქტორების უშუალო ეკონომიკური ინტერესი გახდება

 საგარეო ვაჭრობა გაორმაგდება. საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალს ეფექტურად გამოიყენებს. საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დაიდება აშშ-თან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ბრაზილიასთან. საქართველოს მეზობლებთან არსებული სავაჭრო რეჟიმი შენარჩუნდება. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდება მხოლოდ სხვა პარტნიორებთან სავაჭრო ბრუნვის ზრდით და ადამიანებისთვის უკეთესი სავაჭრო ალტერნატივების შეთავაზებით.

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები