შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

12 თვეში მოხდება კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაცია და რესტავრაცია-მშენებლობის კონცეფციური გეგმის მომზადება.

 

ტრანსპარენტული და ყველასათვის გასაგები კრიტერიუმებით განისაზღვრება რესტავრაციის თანადაფინანსების მექანიზმი მუნიციპალიტეტის მხრიდან და მფლობელებს ინვესტიციის მოზიდვაში დაეხმარებიან. 

 

შეიქმნება საზოგადოებრივი პროფესიული საბჭო და ინოვაციური სადისკუსიო პლატფორმა ქალაქის განვითარებისათვის. დაინერგება კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ახალი PPP ფინანსური მოდელი, როგორც დასავლეთში აპრობირებული მეთოდი.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონად განისაზღვრება არა მხოლოდ ძეგლი, არამედ, მისი ხედვის არეალი - ურბანული მემკვიდრეობა. მომზადდება კონკრეტული ქუჩებისა და მოედნების რეაბილიტაციის გეგმა, რაც უახლოესი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება.

პარტიის პოზიცია
პარტნიორები