3 ახალი ცენტრალური პარკი 100 ჰექტარზე, რომელიც იქნება თბილისის ახალი ფილტვები. თბილისის ყველაზე მჭიდრო განაშენიანების ზონაში მოეწყობა ქალაქის მწვანე ბირთვი: მზიური, ძველი ზოოპარკი, ძველი იპოდრომი და ვაკის პარკი ერთმანეთს მწვანე ბილიკებით დაუკავშირდება.
შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მწვანე საფარი გასამმაგდება და გაუთანაბრდება გაეროს სტანდარტებს:
შემუშავდება თბილისის ზღვის ტერიტორიის განაშენიანების 9-წლიანი გეგმა. შედეგად, ეტაპობრივი განვითარების გზით სრულიად ახალ ტურისტულ ზონას მივიღებთ.