ჩვენი მიზანია, უახლოეს 4 წელიწადში დედაქალაქში არ იყოს არც ერთი ხანდაზმული სოციალურად დაუცველი, ამოქმედდეს მოვლა/მზრუნველობის მუნიციპალური პროგრამა, მოხუცებულთათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 5 ახალი დაწესებულება აშენდეს.
ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ყველას - სოციალური საცხოვრებლის მშენებლობის 10-წლიანი პროგრამა, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ევროპული მოდელების დანერგვა.
უსახლკარო, მათხოვარი ბავშვების სოციალური მდგომარეობის აღრიცხვის, შესწავლისა და სოციალიზაციის პროგრამის განხორციელება.