ჩვენი მიზანია თბილისის უნიკალური კინოკულტურის გაცოცხლება და იმ დიდი ტრადიციის აღორძინება, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩაეყარა. ქართველ კინემატოგრაფისტთა და მსახიობთა მხარდაჭერა და თბილისის რეგიონული კინოწარმოების ცენტრად გადაქცევა.
თბილისში თანამედროვე კინოინდუსტრიის ინფრასტრუქტურის შექმნა და საერთაშორისო წამყვანი კინოსტუდიების მოწვევა (Universal Studios, Paramount, Sony, Disney and etc.), რომლებიც ისარგებლებენ დედაქალაქის ურბანული ლანდშაფტით და საქართველოს უნიკალური ბუნებრივი რესურსებით.
თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის ბაზაზე კინოხელოვნების სატრენინგო პროგრამების არეალის გაფართოება საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის პროგრამის დაფინანსება.
ინვესტიცია თბილისის სამუზეუმო ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში - სანახაობრივი არქიტექტურის მიმართულებით, რაც გამოიწვევს "ბილბაოს ეფექტს": თავის დროზე გუგენჰაიმის მუზეუმის შექმნამ ახალი კულტურული ცენტრის სტატუსი შესძინა ბასკეთის დედაქალაქს.
თბილისის, როგორც "ქალაქი მუზეუმის" პოზიციონირება, მისი უნიკალური არქიტექტურის ბრენდინგი და პრომოუშენი - რაც დამატებითი სტიმული იქნება კულტურული ცხოვრების წახალისებისა და განვითარებისთვის.
თბილისში არსებული ყოფილი საწარმოო სივრცეების გარდაქმნა თანამედროვე საგამოფენო და საფესტივალო ინფრასტრუქტურად - საფესტივალო და საკონფერენციო სივრცეების მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად, კერძო და საჯარო თანამშრომლობის (PPP) სპეციალური პროექტის ფარგლებში.