შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

ჩვენი აზრით, აუცილებელია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სრული რეორგანიზაცია და ფინანსური რესურსის სწორი და სამართლიანი განაწილება. საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით თბილისში მოეწყობა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრები, სადაც მათზე სათანადოდ იზრუნებენ. მოხდება პოპულაციის შესაბამისი მენეჯმენტი, წახალისდება მიუსაფარ ცხოველთა მიკედლების პრაქტიკა. საჯარო სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს ცხოველების დამცველებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან - ბავშვებსა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების კუთხით. გამკაცრდება ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო სანქციები.

პარტიის პოზიცია
პარტნიორები