შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

თანამედროვე ქალაქის აუცილებელი ატრიბუტია მუნიციპალური სერვისებით მოქალაქეთა ხარისხიანი მომსახურება, ნაკლები ბიუროკრატია და ციფრული ტექნოლოგიები. თბილისში 4 წელიწადში სრულად დაინერგება "Smart City - ჭკვიანი ქალაქის" კონცეფცია, რაც უზრუნველყოფს ქალაქის ცხოვრებაში  თბილისელების სრულფასოვან მონაწილეობას.

 

ჩვენი პრიორიტეტია - საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა უბანს, ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებები, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის ერთიანი სისტემის შემოღება და მომხმარებლებისთვის კომფორტული მობილური აპლიკაციის შექმნა.

 

ელექტრო და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გასაზრდელად სპეციალურ წამახალისებელ პროგრამას შევიმუშავებთ. ვგეგმავთ მეტროს არსებული ქსელის რეაბილიტაციას და შემადგენლობების დამატებას მოლოდინის დროის შესამცირებლად. მეტროს გაგრძელებას ტრამვაის/საგარეუბნო რკინიგზის სადგურებით, როგორც დიდი დიღმის, ისე - სოფელ ლილოს მიმართულებით.

პარტიის პოზიცია
პარტნიორები