კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება
ურბანული პოლიტიკის კუთხით ჩვენი პრიორიტეტებია:
სამშენებლო ნებართვების გაცემა ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისა და იერსახის შემდგომი დამახინჯებისგან თავის არიდების გათვალისწინებით, ბიზნესის ინტერესებისა და კერძო საკუთრების მკაცრი დაცვის პირობით; ქალაქგეგმარებითი სტანდარტების მკაცრად დაცვა, კორუფციის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, მეტი პრიორიტეტი სარეკრეაციო სივრცეებს;
ავლაბრის, სოლოლაკისა და სხვა ისტორიული უბნების მასშტაბური რეაბილიტაცია-განახლება კერძო სექტორის ჩართულობით;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდების ტემპისა და ხარისხის მორგება ქალაქის ზრდის ტემპზე;
სწრაფად მზარდ რაიონებში (მაგ: დიდი დიღომი, თბილისის ზღვის ტერიტორია და სხვა) შესაბამისი სოციალური და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიწოდება - საჯარო სკოლები, ბაღები, საკმარისი მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ.;
მუნიციპალური სერვისების მიწოდების ხარისხის ზრდა, როგორც შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენა/განახლების, ისე პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებით;
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფა;
ქალაქის ურბანული იერსახის გაუმჯობესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისში არსებული დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტის დასრულება, კერძო სექტორის ჩართულობითა და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფოსა და ბენეფიციართა შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმით.