შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება

 

სამართალდამცავი უწყებების რეფორმა, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების დეპოლიტიზაცია - პოლიცია იცავს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, არ დევნის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. წარსულს უნდა ჩავაბაროთ პოლიტიკური დევნის პრაქტიკა. ჩვენი ხედვით, სუს-ი, როგორც პოლიტიკური პოლიცია უნდა გაუქმდეს. მას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და კონტრტერორისტული ცენტრი გამოეყოფა, ჩამოყალიბდება ერთ უწყებად, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერის წარდგინებით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა აირჩევს, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს აირჩევს პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით. შემოვიღებთ ეროვნული პოლიციის ინსტიტუტს, რომელიც გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მის ხელმძღვანელს კი აირჩევს პარლამენტი ორმაგი ვოტუმით.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები