კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება
შშმ პირების საზოგადოებაში ინკლუზიურად ჩართვის მიზნით შემუშავდება შშმ პირების ხელშეწყობის სტრატეგია, რომელიც, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ამ პირთა ეკონომიკურ აქტივობაში სრულფასოვნად ჩასართველად, მეორე მხრივ, მათთვის თანამედროვე სოციალური მხარდაჭერის შექმნისთვის.
დაინერგება შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისები და გაიმართება - უკვე არსებული. პირველ ეტაპზე მოხდება სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის ადაპტირება. ასევე, გადამზადების საფუძველზე, ხელი შეეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნას.