ჩვენი მიზანია ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი თბილისი!
1. თბილისის მეტროს შემდგომი განვითარება - დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით. ასევე, თბილისის და რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით, რაც:
2. მეტროს განვითარების პროექტის დაფინანსება მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით;
3. არსებული მეტროსადგურების მასშტაბური განახლება; მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების დამატება;
4. ავტობუსების პარკის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტრანსპორტით ჩანაცვლების გაგრძელება;
5. მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალური ავტობუსებით უფასო მგზავრობა - თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებული ვითარების მოწესრიგებამდე;
6. ინფრასტრუქტურის კომპლექსური განახლება (გზა-წყალგაყვანილობა-დრენაჟი), რაც თავიდან აგვარიდებს ახლადშექმნილი ინფრასტრუქტურის დაზიანებას/მისი შეცვლის საჭიროებას და გაუმართაობას;
7. არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და სრულად გამართვა - წლების განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
8. შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის მკაცრი კონტროლი.