არსებული არაფორმალური მმართველობის პირობებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების საგანგაშოდ გაუმჭვირვალობის პირობებში, ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას საქართველოში. „ერთიანი საქართველო“ მხარს უჭერს მათ მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში. დიდია აგრეთვე მათი წვლილი ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესში დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში.