მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოში კოვიდ 19-ის დაბალი გავრცელების მაჩვენებელი. თუმცა საგანგაშოა სხვადასხვა შეზღუდვის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა. სამედიცინო მიზნებით დაწესებულმა შეზღუდვებმა „პოლიტიკური კარანტინის“ ხასიათი არ უნდა მიიღოს. უკანასკნელი ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში ასეთ საფრთხეებზე მიანიშნებს.