მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთმა მშვიდობიანად დაიწყოს დეოკუპაცია, აღდგეს უვიზო რეჟიმი, ხოლო ქართველი გლეხი და ბიზნესმენი დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე;
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში განვათავსებთ აშშ-ის სამხედრო ბაზას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უმაღლეს დონეზე დაცვას;
ეროვნული უსაფრთხოების განსამტკიცებლად აუცილებელი იქნება ქართველი ხალხის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის საერთაშორისო დონეზე აღიარება;
შეჩერდება უცხოელთა მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში. შეიქმნება სპეცფონდი ჩვენი ემიგრანტების დასაბრუნებლად.