ჯანდაცვის სრული უზრუნველყოფა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ამის საშუალება თავად არ გააჩნიათ. იგულისხმება ამბოლატორიული, სტაციონარული, სარეაბილიტაციო და მედიკამენტოზური მკურნალობა;
მრავალპროფილიანი საავადმყოფო საქართველოს ყველა რეგიონში!
ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სფეროების დემონოპოლიზაცია, შედეგად კი მედიკამენტებისა და მკურნალობის ხარჯების მკვეთრად გაიაფება;
ნარკომანიის მკურნალობის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების დაფინანსება.