ოლიგარქიასთან ბრძოლა და მონოპოლიების (ასევე ოლიგოპოლიების) დაშლა, როგორც საკანონმდებლო, ისე სააღსრულებლო დონეზე, მათ შორის: ანტიდემპინგური რეგულაციების შემოღებით, ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვით, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნით;
ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების გაზრდა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ტურისტული სივრცეების მოსაწყობად;
საგადასახადო და საკრედიტო შეღავათების დაწესება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
კოოპერაციული მეურნეობების ხელშემწყობი ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება.