შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ჯიქია დავითი » საბინადრო პოლიტიკა

რა ღონისძიებებს გაატარებთ უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად მოქალაქეთათვის?

თვითმმართველ „ქალაქ რუსთავის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა“ დასკვნით ეტაპზეა. პროექტი გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსების, სპორტის, ადამიანური რესურსების, კულტურის, ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებების სვოტ ანალიზის საფუძველზე შემუშავდა. წარმოდგენილია  გრაფიკული მონაცემები საკადასტრო, სივრცით მოწყობასა და განაშენიანებასთან დაკავშირებით და ის ძირითადი სავარაუდო პრიორიტეტული მიმართულებები, რაც  ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული „ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა“, საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს, რომელზე დაყრდნობითაც ეტაპობრივად შემუშავდება  რუსთავის მიწათსარგებლობის დოკუმენტაცია, რომელიც საბოლოო სახის მიღების შემდეგ საკრებულოს წარედგინება წლის ბოლოს და მის სისრულეში მოყვანას თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს - კონკრეტულად, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების,  საბავშვო მოედნების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.