ჯიქია დავითი » ბიზნესი და ინვესტიციები
რა ღონისძიებებს გაატარებთ ქალაქის ბიზნეს და კომერციული ინფრასტრუტურის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად?
- საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ინტენსიური ურთიერთობა, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან;
- ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, უნდა მოხდეს უცხოური გამოცდილებების გაზიარება, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებების გაზიარება;
- ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, შეიქმნას შეღავათების პაკეტი ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფებისათვის;
- ქ. თბილისთან შედარებით იაფია მომსახურებისა და პროდუქციის ღირებულება. აღსანიშნავია, რუსთავში საოფისე და კომერციული ფართების სიიაფე;
- ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა, ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებისათვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რაც პირდაპირ კავშირშია ინვესტიციების განხორციელებასთან. 2016 წლისათვის ქალაქ რუსთავს ექნება თბილისთან დამაკავშირებელი ავტობანი.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.







