ჯიქია დავითი » ქალაქის განვითარება
თქვენი აზრით, რა არის თქვენი ქალაქის ძირითადი შესაძლებლობები/უპირატესობები, რომელთა გამოყენებასაც შეეცდებით მისი ეკონომიკური და ურბანული განვითარების მისაღწევად?
- მრეწველობის სფეროში ფუნქციონირებს რამდენიმე დიდი საწარმო. მრეწველობის სფეროში აღსანიშნავია ამონიუმის გვარჯილის, ამონიუმის სულფატის და ცემენტის წარმოების მატება;
- ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტში შემოწირულობების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება;
- ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ვაჭრობისა და მომსახურების სფეროები;
- რუსთავში, ბოლო წლებში, გაიხსნა ძლიერი ბრენდების ფილიალები, ინვესტიცია განახორციელეს ევროპის უმსხვილესმა კონცერნმა „ჰაიდელბერგმა“, ბრიტანულ-ინდურმა და სხვა უცხოურმა ფირმებმა;
- ძლიერია საბანკო სფერო ;
- ქ. თბილისთან შედარებით იაფია მომსახურებისა და პროდუქციის ღირებულება. აღსანიშნავია რუსთავში საოფისე და კომერციული ფართების სიიაფე;
- რუსთავი დაძმობილებული ქალაქების მსოფლიო ფედერაციის წევრია და დამეგობრებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქთან;
- რუსთავს აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს პროფესიული სწავლების მასშტაბები და ამ სფეროში რეგიონალურ ცენტრად იქცეს;
- რუსთავს აქვს თავისუფალი და მრეწველობის განვითარებსათვის მიმზიდველი ტერიტორიები;
- რუსთავის ტერიტორიაზე შესაძლებელია საერთაშორისო საწყობების მოწყობა, რადგან ის ძალიან ახლოს არის აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალსა და ასევე უახლოეს მომავალში დაიგება ავტობანი, რომელიც რუსთავს დააკავშირებს თბილისთან;
- ქ. რუსთავის აუთვისებელ მიწებზე ლოჯისტიკური ცენტრის შესაძლო გახნა ეკონომიკური საქმიანობების გააქტიურების დამატებით პერსპექტივას შეუქმნის ქალაქს.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.







