შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ჯიქია დავითი » ეკონომიკური განვითარება

თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი პრობლემები, რომლებიც თქვენი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის?
  • მძიმე სოციალური ფონი, დასაქმების პრობლემა, მცირე ბიზნესის განვითარება, ინფრასტრუქტურული პრობლემები, მწვანე საფარის დეფიციტი;
  • მეწარმეებს, ძირითადად, კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვთ. ქალაქში უნდა გაიზარდოს პროფესიული გადამზადების ცენტრების რაოდენობა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ან აიმაღლონ კვალიფიკაცია. აღსანიშნავია  კვალიფიციური კადრების გადინება რუსთავიდან  ქ. თბილისში დასაქმების მიზნით;
  • ქალაქს აქვს მხოლოდ მძიმე მრეწველობაში და მშენებლობაში დასაქმების ტრადიცია;
  • არ არის განვითარებული ურთიერთობები სხვა ქვეყნების სამრეწველო   ქალაქებთან;
  • თვითმმართველობას არ აქვს სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.