ჯიქია დავითი » სპორტი
რის გაკეთებას აპირებთ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად?
- ქალაქში არსებული თანამედროვე სპორტული ობიექტების (საცურაო აუზები, რაგბის სტადიონი) პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის (კავკასია) მასშტაბით;
- განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენთათვის სავარჯიშო პირობების შექმნა;
- საბავშვო გასართობი ატრაქციონების (30 კოპლექტი) შეძენა-დამონტაჟება და საბავშვო მოედნების მოწყობა–რეაბილიტაცია;
- ქალაქში არსებული მოძველებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
- სპორტულ სექციებში დაკავებული ახალგაზრდების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია;
- ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რუსთავის სპორტული სკოლების გაერთიანების“ დაფინანსებას, რომელიც აერთიანებს 4 სპორტულ სკოლას და 1300–ზე მეტ სპორტსმენს; გაერთიანება მოიცავს სპორტის სხვადასხვა სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას;
- საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა;
- თვითმმართველობის ეკონომიკური განვითარების სამსახურს მოგებული აქვს გრანტი, რომელიც ქალაქში არსებული ერთ-ერთი სპორტული კომპლექსის გათბობით და ცხელი წყლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ამავე კომპლექსში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თვითმმართველობაც, ადგილობრივი ბიუჯეტით.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.







