ჯიქია დავითი » რეკრეაცია
რა ღონისძიებებს გაატარებთ ქალაქში რეკრეაციული ზონების, პარკების გაფართოვებისა და განვითარებისთვის?
- იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი ნახევარუდაბნოს ტერიტორიაზე მდებარეობს, საჭიროებს მიწის საფარის შესწავლას და საირიგაციო სისტემის მოწყობას, რათა მოხდეს ქალაქის გამწვანება;
- დაწყებულია კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია;
- არსებული სკვერების რეაბილიტაცია, გამწვანება;
- დაგეგმილია ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობა, სადაც იგეგმება დეკორატიული ყვავილებისა და ნერგების გამოყვანა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის გამწვანება- გალამაზებას;
- გათვალისწინებულია ქალაქში არსებული მწვანე საფარის მოვლა–პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების გაშენება.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.







