შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ჯიქია დავითი » სოციალური პოლიტიკა

როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის იზრუნებთ ქალაქში?
  • ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის, შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა;
  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ქალაქში მცხოვრები ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის  უზრუნველყოფა,  შპს–ების, სსიპ–ებისა და სხვადასხვა ა(ა)იპ–ების თანამშრომლების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების დაწესება;
  • გათვალისწინებულია, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს თვეში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებისა და ე.წ. მინდობით აღმზრდელი ოჯახების კომუნალური გადასახადების დაფარვა;
  • მიმდინარე წლის განმავლობაში, მოქმედ სოციალურ პროექტებს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ვგეგმავთ, სტუდენტებისთვის ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.