ჯიქია დავითი » განათლება
თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რას მოიმოქმედებთ განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით?
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას. ეს უკანასკნელი, ანუ ბაღების გაერთიანება, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ააიპ-ია და შესაბამისად, თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღების ახალი შენობების აშენება და არსებულის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება:
- წარმატებული სკოლის მოსწავლეთთვის წახალისების მიზნით სტიპენდიის დანიშვნა;
- სტუდენტების შეღავათიანი ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
- სკოლის ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაფინანსება, რაც პედაგოგის ბინაზე მომსახურებას ითვალისწინებს. ასევე, აუცილებელია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, სკოლამდელი განათლების საფეხურზეც;
- წელიწადში ერთხელ, კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.







