შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ჯიქია დავითი » კულტურა

რა პროგრამებს განახორციელებთ კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებისათვის?
  • აუცილებელია, ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას;
  •  განხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები;
  • ქალაქში ერთ–ერთი დიდი რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია, რაც შექმნის საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოსახლეობისათვის.;
  • დაგეგმილია  კულტურისა და დასვენების განახლებულ პარკში ღია კინოთეატრის  განახლებული სახით რეაბილიტაცია;
  • დაიწყება რუსთავის ისტორიული ციხის განახლების არქეოლოგიური სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სპეციალისტები, ასევე არქეოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდები. დაგეგმილია, რუსთავის ციხის რეაბილიტაცია. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.