შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ჯიქია დავითი » ეკონომიკური განვითარება

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ ქალაქის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა/გეგმა (თუკი ასეთი გაქვთ)
  • თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციების მიხედვით, ქალაქის ეკონომიკა სამომავლოდ უნდა ეფუძნებოდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციებს;
  • ქალაქში უნდა შეიქმნას ტექნიკური ინოვაციების ცენტრი, რომელიც საშუალებას მისცემს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს მოახდინონ მათი იდეების რეალიზება;
  • მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში აგრო სექტორი არაა განვითარებული მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოზიდული იქნეს ინვესტიციები, რათა შეიქმნას ძლიერი სასასწყობე და სამცივრე მეურნეობები, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის ფერმერებს. ქალაქს აქვს ამის რეალური პოტენციალი;
  • იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში განვითარებულია მსხვილი სამრეწველო ინდუსტრია, ქალაქს აქვს ამ კუთხით განვითარების პოტენციალი. შესაბამისად, ქალაქის თვითმმართველობა ინვესტიციების მოზიდვისათვის ინვესტორებს სთავაზობს განახლებულ–რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას. 2016 წლისათვის ქალაქ რუსთავს ექნება თბილისთან დამაკავიშირებელი ავტობანი;
  • ქალაქში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით, საჭიროა  ეფექტური თანამშრომლობა ადგილობრივ მეწარმეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. რუსთავის თვითმმართველობას სამეწარმეო გარემოს განვითარების მიზნით, შეუძლია უზრუნველყოს მეწარმეთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ერთგვარი ბიზნეს-საინფორმაციო ბანკის, ბიზნეს–ინკუბატორის  შექმნა.
  • ბიზნესის წახალისების მიზნით, თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართება სხვადასხვა  ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კავშირების დამყარებას და რეალიზაციის გაუმჯობესებას (ბიზნესფორუმები, გამოფენები და ა. შ);
  • ქალაქის თვითმმართველობის  ბაზაზე უნდა შეიქმნას ძლიერი საკონსკულტაციო ორგანო, რომელიც დაეხმარება რუსთავში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესმენებს ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.